კურსი "ელექტრონული კომერცია, როგორ შევქმნათ ქართული ონლაინ მაღაზია" USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ძალისხმევით შეიქმნა.
კურსის მიზანია მარტივად, გასაგები ენით და ხელმისაწვდომ ფასად, მსმენელისთვის შესაძლებელი გახადოს ელექტრონული კომერციის ბიზნესში შესასვლელად პირველი ნაბიჯების ეფექტურად გადადგმა.
ამ კურსში თქვენ გაივლით ყველა იმ საკითხს, რაც ელექტრონული კომერციის ბიზნესში ეფექტური ნავიგაციისთვის გჭირდებათ, მიიღებთ ინფორმაციას ამ სფეროსთან დაკავშირებულ თანამედროვე ტენდენციების შესახებ, ნახავთ და მოინიშნავთ ყველა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც ელექტრონულ კომერციაში პოზიციონირებისთვის ბიზნესს ჭირდება.
შეგიძლიათ კურსის გავლის პარალელურად დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ჩვენთან ერთად შექმნათ ვებ-გვერდი, დააინტეგრიროთ მასზე საბანკო ბარათებით ანგარიშსწორების ფუნქციონალი და განახორციელოთ სხვა აუცილებელი მოქმედებები, რომლებიც აუცილებლად ხელს შეუწობს თქვენი ეკომერს ბიზნესის წარმატებას. დამატებით შეგეძლებათ ჩვენს მიერ მომზადებული ტესტებით მიღებული ცოდნა პერიოდულად შეამოწმოთ.
კურსი შედგება შემდეგი რვა ნაწილისგან:
1) შესავალი ელექტრონულ კომერციაში;
2) ონლაინ მაღაზიის MVP ვერსიის შექმნა;
3) გადახდები/ანგარიშსწორება;
4) ციფრული მარკეტინგი;
5) ონლაინ მაღაზიის კონტენტი;
6) გაყიდვების შემდგომი პროცესის მართვა;
7) მესამე მხარის სერვისები;
8) ბიზნესის გაფართოება ონლაინ სივრცეში;
კურსი თანაბარად საინტერესო იქნება:
1) მათთვის, ვისაც სურ საკუთარი ბიზნესის დაწყება, ვისაც ამ ეტაპზე მხოლოდ იდეა აქვსა ან იდეის დამუშავების ეტაპზეა, ვინც ხვდება, რომ ელექტრონულ კომერციას აქვს დიდი მომავალი და ზრდის პერსპექტივა და უნდა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯები გადადგას;
2) მათთვის, ვინც ხედავს რომ ელექტრონული კომერციის წილის ზრდასთან ერთად ელექტრონულ კომერციის მენეჯერებზე მოთხოვნაც იზრდება და სურს შეისწავლონ ის, რათა საკუთარი მომსახურება შესთავაზოს სხვადასხვა კომპანიებს და გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე იმ დარგში, სადაც მოთხოვნა უკვე დიდია და კიდევ უფრო იზრდება;
3) ასევე მეწარმეებისთვის, რომლებმაც უკვე მოსინჯეს ძალები ონლაინ გაყიდვებში და გააკეთეს ეს სხვადასხვა სოციალური ქსელის, ან რომელიმე მარკეტფლეისის გამოყენებით, სადაც თავიანთი პროდუქცია ქონდათ განთავსებული და ახლა სურთ, რომ შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია და გამოიყენონ მისი შესაძლებლობები;
4) ასევე იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მხოლოდ ტრადიციულ, ე.წ. ოფლაინ არხებს იყენებენ გაყიდვებისთვის, ანუ აქვთ თავისი მაღაზია ფიზიკურ სივრცეში და ხვდებიან რომ ამ ეტაპზე უკვე აუცილებელია ონლიან არხების გამოყენებაც, გაყიდვების გაზრდისა და მდგრადობის მისაღწევად;