Shopify ქართულად - ერთად ავაწყოთ თქვენი ინტერნეტმაღაზია

ინტერნეტ მაღაზიის აწყობა ნაბიჯ-ნაბიჯ Shopify-ს ძრავაზე სრულიად დამწყები ადამიანებისათვის

Ratings 5.00 / 5.00
Shopify ქართულად - ერთად ავაწყოთ თქვენი ინტერნეტმაღაზია

What You Will Learn!

  • კურსის გავლის შემდეგ, გექნება საკუთარი ინტერნეტმაღაზია Shopify-ზე
  • ისწავლი როგორ ატვირთო შენს მაღაზიაში პროდუქცია სწორად, ისე როპ ბევრმა ადამიანმა ნახოს
  • ისწავლი ინტერნეტმაღაზიის მართვას: კატეგორიების, სეგმენტების, განყოფილებების დამატებას
  • გავივლით მნიშვნელოვან ნიუანსებს: როგორ გავაგზავნოთ ჩვენი პროდუქტი მსოფლიოში, ჩავაშენოთ გადახდები
  • რეკლამირება ჩვენს მაღაზიაში: Gift Cards, Email Marketing, Pinterest, Automatization
  • როგორ გავხადოთ საიტი 2 ენოვანი (ქართული, ინგლისური)
  • როგორ ,,მოვყვანოთ" ვიზიტორები, რათა იყიდონ ჩვენი პროდუქტი

Description

კურსში ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ავაწყობთ ინტერნეტ მაღაზიას, რომელსაც გამოიყენებთ როგორც გლობალური, ასევე ლოკალური ბაზრისათვის. ანუ შეძლებთ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ (უცხოურ) ბაზარზე.

ამასთანავე, გავივლით ერთად თითოეულ დეტალსა და ნიუანსს, რომლის დახმარებითაც თქვენ გააციფრულებთ თქვენს პროდუქციას და შესთავაზებთ მსოფლიოს ონლაინ, თქვენი ინტერნეტმაღაზიის საშუალებით.

კურსი სრულიად დამწყებ ადამიანებზე არის გათვილი,  რაც ნიშნავს, რომ არ მოგეთხოვებათ სპეციფიური ცოდნა პროგრამირების, ვებსაიტების აწყობის ან სხვა იმართულებით. ჩვენ ერთად, თითოეული დეტალის განხილვით შევძლებთ, რომ შევქმნათ თქვენს პროდუქტზე მორგებული ინტერნეტ მაღაზია და შევთავაზოთ თქვენი პროდუქტი მსოფლიოს.

ღირებულება მთელი ჩვენი კურსის მინიმალურია, ვინაიდან ჩვენი მიზანია, გადმოგცეთ მაქსიმალური ცოდნა. ცოდნა, რომლის დახმარებითაც შეძლებთ შექმნათ, ააწყოთ საკუთარი ინტერნეტ მაღაზია და დაიწყოთ გაყიდვები მსოფლიოს მიმართულებით.

ჩვენ ავარჩით შოპიფაის ძრავა იმიტომ, რომ  საკმაოდ იაფია სხვა სისტემებთან შედარებით. თქვენ მხოლოდ 1 დოლარი შეგიძლიათ გადაიხადოთ 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად. შემდგომში კი 24 დოლარიდან თვიური ღირებულება.

ასევე, შოპიფაის ძრავის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ძალიან მარტივია. მისი გამოყენება შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს, ვინც კომპიუტერის ჩართვა ან გამორთვა იცის. ასევე, მისი მართვა შემდგომში, ანუ სარეკლამო კამპანიები იმართება და კეთდება მარტივად, უშუალოდ შიდა სამართავი პანელიდან, განსხვავებით სხვა ძრავებისაგან, სადაც შედარებით რთული და კომპლიცირებული სისტემებია მოცემული. 

კურსის დასრულების შემდგომ ან თუნდაც მსვლელობისას, გექნებათ საშუალება, შემოგვიერთდეთ ჩვენს FB ჯგუფში, დასვათ კითხვები, ითხოვოთ დახმარება. ჯგუფის გამოცდილი და ახალი წევრები გაგიზიარებთ ჩენს გამოცდილებას ინტერნეტმაღაზიის აწყობის მიმართულებით.

გისურვებთ წარმატებებსა და ბევრ გაყიდვებს მსოფლიოში თქვენივე ინტერნეტმაღაზიის დახმარებით. 

Who Should Attend!

  • კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროდუქტს და სურს მისი საღვარგარეთ გაყიდვა
  • კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაკავდეს Dropshipping-ით
  • კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს ინტერნეტ მაღაზის აწყობა

TAKE THIS COURSE

Tags

  • Shopify

Subscribers

57

Lectures

16

TAKE THIS COURSE



Related Courses