კურსი "ელექტრონული კომერცია რესტორნებისთვის" USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ძალისხმევით შეიქმნა.
კურსის მიზანია მარტივად, გასაგები ენით და ხელმისაწვდომ ფასად, მსმენელისთვის შესაძლებელი გახადოს ელექტრონული კომერციის ბიზნესში შესასვლელად პირველი ნაბიჯების ეფექტურად გადადგმა.
ამ კურსში თქვენ გაივლით ყველა იმ საკითხს, რაც ელექტრონული კომერციის ბიზნესში ეფექტური ნავიგაციისთვის გჭირდებათ, მიიღებთ ინფორმაციას ამ სფეროსთან დაკავშირებულ თანამედროვე ტენდენციების შესახებ, ნახავთ და მოინიშნავთ ყველა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც ელექტრონულ კომერციაში პოზიციონირებისთვის ბიზნესს ჭირდება, თქვენი თვალით ნახავთ რეგისტრაციის პროცესებს და შეგეძლებათ ეფექტური ტესტებით მიღებული ცოდნა გზადაგზა შეამოწმოთ.
კურსი 8 მოდულისგან შედგება:
მოდული 1 - შესავალი
-პირველი ნაბიჯები, ბიზნესის რეგისტრაცია, ელ კომერციის ტიპები, სტუმართმასპინძლობის ბიზნესის გაციფრულების პლატფორმები.
მოდული 2 - ონლაინ რესტორნის პირველი ვერსიის შექმნა
- დომენის შერჩევა, Kovzy და Wenu, კონტენტი, T&C.
მოდული 3 - გადახდები
- გადახდის სისტემები, უსაფრთხოება, რეგულაციები, QR კოდები.
მოდული 4 – ციფრული მარკეტინგი
-მომხმარებლის ქცევა, SEO, ბლოგი, აქციები, email და sms მარკეტინგი, შედეგების ანალიზი.
მოდული 5 - ონლაინ რესტორნის კონტენტი და ვიზუალი
-თანამედროვე ტენდენციები, კონტენტის მართვა.
მოდული 6 - გაყიდვების შემდგომი პროცესის მართვა და მესამე მხარის სერვისები
-Last mile delivery, მომხმარებლის უკუკავშირი, განმეორებითი შეკვეთები, GLOVO, WOLT.
მოდული 7 - ონლაინ გაყიდვებისა და ოფლაინ გაყიდვების კვეთა
- შიდა სოფტთან ინტეგრაცია, კვების ობიექტის სრული გაციფრულება, ჯავშანი, ფიქაფ სერვისი.
მოდული 8 - ბიზენესის გაფართოვება ონლაინ სივრცეში
-ბოლო ტრენდები, დარქ ჩიქენი, ომნიჩენელ სტრატეგია, საერთაშორისო ბაზრები.