კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის კურსი გათვლილია ადამიანზე, რომელსაც სურს დაეუფლოს ორივე დისციპლინას, რათა მომავალში შეძლოს დასაქმება ამ განხრით. ეს კურსი აბსოლუტური დამწყებისთვისაა, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა. კურსის გავლის შედეგად, სტუდენტი ჩამოყალიბდება პერსპექტიულ სპეციალისტად, რომელიც უკვე შეძლებს მუშაობის დაწყებას, ან დამოუკიდებელი სწავლის გაგრძელებას.
შესწავლის პროცესში მარტო არ იქნებით! თუ გაგიჩნდებათ კითხვები ამ კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ტექნიკოსები გიპასუხებენ 24 საათის ინტერვალში. ასევე, შეგიძლიათ ნახოთ სხვა სტუდენტების მიერ დასმული კითხვები და ჩვენი ტექნიკოსების პასუხები, რათა უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის სფეროები. Udemy-ის ეკოსისტემა იძლევა ერთგვარი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. სწორედ ეს იყო ჩვენი Udemy-ზე გადასვლის ძირითადი მიზეზი. თქვენ გარდა აქ იქნება კიდევ მრავალი სხვა სტუდენტი, რომლებმაც კურსი გაიარეს თქვენამდე, უკვე კარგად ფლობენ ორივე დისციპლინას და შეძლებენ თქვენს დახმარებას. ანუ, ეს არ არის უბრალოდ კითხვა-პასუხის რეჟიმი. ეს არის ანდრომედას საზოგადოება, რომლის წევრი გახდებით თქვენც.
ჩვენი კურსი დაყრდნობილია მსოფლიოს მოწინავე კიბერ უსაფრთხოების პროგრამებზე და სამართალდამცავი სისტემების (FBI, CIA და Scotland Yard) გამოცდილებაზე. თავად ლექტორი, ალექსანდრე ღლონტი, არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კურსი მუდმივი დამუშავების პროცესშია. ამ ეტაპზე გამოქვეყნებულია დაახლოებით 80%. დარჩენილი 20% დაემატება ეტაპობრივად. 100%-ზეც რომ ავალთ, კურსი არ ჩაითვლება დასრულებულად, ერთი მარტივი მიზეზის გამო: კიბერ უსაფრთხოება და ეთიკური ჰაკინგი არის სწრაფად განვითარებადი სფეროები და ჩვენ განვაახლებთ კურსს სიახლების დამატებასთან ერთად. შესაბამისად, თვქვენ გექნებათ მუდმივი წვდომა მუდამ განახლებად კურსზე - ასე ვთქვათ, დროს არ ჩამორჩებით.
თუ შეძენამდე გაგიჩნდებათ კითხვები, მზად ვართ გიპასუხოთ. უბრალოდ მოგვწერეთ წერილი ელ. ფოსტის მისამართზე:
the.georgian.project.andromeda@gmail.com