კურსი "ელექტრონული კომერცია სასტუმროებისთვის" USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ძალისხმევით შეიქმნა.
კურსის მიზანია მარტივად, გასაგები ენით და ხელმისაწვდომ ფასად, მსმენელისთვის შესაძლებელი გახადოს ელექტრონული კომერციის ბიზნესში შესასვლელად პირველი ნაბიჯების ეფექტურად გადადგმა.
ამ კურსში თქვენ გაივლით ყველა იმ საკითხს, რაც ელექტრონული კომერციის ბიზნესში ეფექტური ნავიგაციისთვის გჭირდებათ, მიიღებთ ინფორმაციას ამ სფეროსთან დაკავშირებულ თანამედროვე ტენდენციების შესახებ, ნახავთ და მოინიშნავთ ყველა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც ელექტრონულ კომერციაში პოზიციონირებისთვის ბიზნესს ჭირდება, თქვენი თვალით ნახავთ რეგისტრაციის პროცესებს და შეგეძლებათ ეფექტური ტესტებით მიღებული ცოდნა გზადაგზა შეამოწმოთ.
კურსი 8 მოდულისგან შედგება:
მოდული 1
შესავალი - ვისთვის იქნება ეს კურსი სასარგებლო? რა არის ელ-კომერცია, რატომ ელექტრონული კომერცია, როგორ იკვეთება ის სასტუმროს და სტუმარმასპინძლობის ბიზნესთან?
მოდული 2
სასტუმროს ვებგვერდის პირველი ვერსიის შექმნა - პლატფორმაზე EHOTELSPACE ვებ გვერდის დარეგისტრირება, პირველადი ქონთენთის განთავსება
მოდული 3
ციფრული მარკეტინგი - ციფრული მარკეტინგი სტმართმასპინძლობაში. ყურადღებას გაამახვილებს ციფრული მარკეტინგის საფუძვლებზე და მის მნიშვნელობაზე სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში
მოდული 4
ურთიერთობების მენეჯმენტი, გაყიდვების შემდგომი პროცესის მართვა და მესამე მხარის სერვისები - შეფასებების მნიშვნელობა. განმეორებითი კლიენტები. ყურადღებას გაამახვილებს სტუმრის გამოცდილებასა და ციფრული მარკეტინგის საშუალებით მისი გაუმჯობესების ხერხებზე.
მოდული 5
შემოსავლების მენეჯმენტი და მისი ინსტრუმენტები - შეისწავლის ბაზარზე არსებული ტენდენციების, ინვენტარის ოპტიმიზირების და სხვა მონაცემების ავტომატიზაციაზე დაყრდნობით როგორ შევიმუშაოთ კონკურენტული ფასდადების სტრატეგიები მომგებიანობის გაზრდის უზრუნველსაყოფად
მოდული 6
გადახდები - ზოგადი ტენდენციები ონლაინ გადახდებში. გადახდის სისტემების შეფასება და შერჩევა. უსაფრთხოება (ფიშინგი, ssl, ა.შ.), გადახდის მეთოდების ინტეგრაცია ვებ გვერდზე. GDPR, მარეგლამენტებელი კანონი და რეგულაცია. რისკების მართვა და დისპუტ მენეჯმენტი
მოდული 7
PMS, დისტრიბუციის მენეჯმენტი და OTA - დაფარავს დისტრიბუციის მენეჯმენტს, ასევე ინვენტარისა და ფასების მართვის სტრატეგიებს. შეისწავლის განსხვავებებს პირდაპირ და OTA (ონლაინ ტურისტული სააგენტო) მარკეტინგს შორის და მათ შესაბამის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს
მოდული 8
პირდაპირი ბუქინგის საუკეთესო პრაქტიკები - საუკეთესო პრაქტიკა, გამოყენების შემთხვევები. საერთაშორისო და ადგილობრივი მაგალითების განხილვა